პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. რადიო თავისუფლებას საგარეო უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.
უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფმა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა გაავრცელეს ინფორმაცია 18 მარტის ღამეს ორი ქართველის დაღუპვის შესახებ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".