„როიტერი“ - უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში ვიზიტი გადადო, კიტ კელოგი კიევში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ჩავა

 კიტ კელოგი

უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელმა, გენერალმა, კიტ კელოგმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კელოგის ვიზიტი უკრაინაში იანვარში იყო დაგეგმილი, თუმცა უცნობია, რა გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი. წყაროების თანახმად, კელოგი კიევში გაემგზავრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თუმცა ვიზიტის კონკრეტული დრო ჯერ განსაზღვრული არ არის.

შეგახსენებთ, „როიტერი“ ჯერ კიდევ დეკემბერში წერდა, რომ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქალაქს ეწვეოდა. ინფორმაცია შემდგომში დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.