„როიტერი“ აშშ-ის მიერ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესისთვის მომზადებული წინადადებების ჩამონათვალს ავრცელებს

რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესი

„როიტერი“ პარიზში რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის მიერ წარდგენილი წინადადებების სრულ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ვაშონგტონმა ევროპელ მაღალჩინოსნებს 17 აპრილს გააცნო.

ცეცხლის შეწყვეტა – ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა, ორივე მხარე დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს შეთანხმების ტექნიკურ განხორციელებაზე;

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები – უკრაინა იღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს. გარანტორი სახელმწიფოები შექმნიან სპეციალურ ჯგუფს ევროპული და არაევროპული სახელმწიფოების მონაწილეობით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას არ შეეცდება. უკრაინას შეეძლება ევროკავშირისკენ სწრაფვა;

ტერიტორიები – აშშ დე იურედ აღიარებს რუსეთის კონტროლს ყირიმზე, აშშ დე ფაქტოდ აღიარებს რუსეთის კონტროლს ლუგანსკის ოლქზე, აშშ დე ფაქტოდ აღიარებს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხერსონის ოლქების ნაწილებს. უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს ხარკოვის ოლქში, უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუმცა სადგურს გააკონტროლებს და მართავს აშშ, ელექტროენერგია კი ორივე მხარეს გაუნაწილდება. უკრაინა დაუბრკოლებლად ისარგებლებს დნიპრზე გასასვლელით და გააკონტროლებს კინბურნის ცელას;

ეკონომიკა – აშშ და უკრაინა სასარგებლო წიაღისეულის რესურსების სფეროში ეკონომიკურ თანამშრომლობას განახორციელებენ, უკრაინას სრულად აღადგენენ და ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს. რუსეთის წინააღმდეგ ამ კონფლიქტის შედეგად 2014 წლიდან დაწესებული სანქციები მოიხსნება, აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობა განახლდება ენერგეტიკისა და სხვა სამრეწველო სექტორებში.