როგორია უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა - საქართველოში უკრაინის ელჩის განმარტება

ზაქარაშვილი

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ. 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა იზუმთან ახლოს, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ. ამავე ტერიტორიაზე დაიჭრა რვა ქართველი სამხედრო. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "კურიერს" უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი ესაუბრა.

"ბრძოლა იყო ხარკოვთან, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მათი თანამებრძოლებისგან. ხარკოვთან ბრძოლაში დაიღუპა 2 ქართველი მებრძოლი. დღეს გვიან ან ხვალ დილით იქნებიან კიევში, შემდეგ კი უკვე მოხდება კიევში შესაბამისი საბუთების გაფორმება და დაიწყება გადმოსვენების პროცედურა კიევიდან საქართველოს მიმართულებით. რაც შეეხება დაჭრილებს, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იმყოფებოდნენ დნეპროპეტროვსკში და თითქოს ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათი თანამებრძოლებისგან მიღებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-აცხადებს ელჩი.