უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევიდან ვარშავაში ჩავიდა, სადაც პოლონეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდება და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ ვარშავაში ბლინკენი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ანდჟეი დუდას, საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
როგორც დუდას ადმინისტრაციის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელმა მეშკო პავლიაკმა Reuters-ს განუცხადა, ბლინკენის ვიზიტისას პოლონეთის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების საკითხსაც განიხილავენ.