„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კრემლში დასრულდა. მხარეებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ნაფტალი ბენეტსშორის შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი ნაფტალი ბენეტი ტელეფონით ვოლოდიმირ ზელენკის ესაუბრა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ნაფტალი ბენეტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან კოორდინაციით და კიევის ინფორმირებით გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ნაფტალი ბენეტმა უკრაინაში ებრაული საზოგადოებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, ასევე განიხილა ვენაში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნაფტალი ბენეტს მოსკოვში ვიზიტისას თან ახლდნენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორი, მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერი ბერლინში მიემგზავრება, სადაც შეხვედრას გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართავს.