ბათუმში კორპუსიდან ქალი გადმოვარდა
1736365947
რასაც ჩვენ კორუფციას ვუწოდებთ, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ამას ლობიზმი ჰქვია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ კორუფცია არ არის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.
„როდესაც აშშ-მა დაიწყო იარაღის გადმოცემა უკრაინისთვის. ეს იყო ამერიკული ფული ამერიკული იარაღის შესაძენად. მე, როგორც პრეზიდენტს, მყავდა სატვირთო თვითმფრინავები, არა უკრაინაში, არამედ ომის გამო, ისინი სწრაფად გადავიყვანეთ ევროპაში. ჩვენ სატვირთო თვითმფრინავების კარგი ფლოტი გვყავს. მე ვიკითხე ამერიკულ მხარესთან, ვთხოვე შესაძლებლობა, რათა ჩვენი თვითმფრინავები იყოს სხვა აეროდრომზე. ვთხოვე ამერიკას, გამოგვეყენებინა ჩვენი თვითმფრინავები იარაღის ტრანსპორტირებისთვის, რათა ზედმეტი არ გადაგვეხადა. ვისთვის გადაგვეხადა? ამერიკული კომპანიებისთვის. არა, ეს შესაძლებლობა არ მომცეს. ჩვენი თვითმფრინავების ნაცვლად, იარაღი ამერიკული თვითმფრინავებით გადმოზიდეს, მაგრამ ყველგან უნდა დაგვეხარჯა ფული. ასე რომ, ჩვენ შეგვეძლო მეტი იარაღის მიღება, მაგრამ ამ ძვირად ღირებული საჰაერო ფლოტისთვის უნდა გადაგვეხადა ფული. ჩემი კითხვა შემდეგშია: ეს კორუფციაა თუ ლობიზმი? რა არის ეს?“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ასეთი გადაწყვეტილებების ლობირება მოიცავს ზოგიერთ კომპანიებს, რომლებიც იღებენ ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე ვერ ვიქნები ღია და ვერ ვისაუბრებ ამაზე ხმამაღლა. მე არ მინდოდა და არც ვაპირებდი რაიმე სკანდალის გამოწვევას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ გაყინოთ მხარდაჭერა. და ამიტომ, როცა კორუფციაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ ვინ არის ჩართული? თუ გვქონდა 177 [მილიარდი დოლარი] და თუ მივიღებთ ნახევარს, სად არის [მეორე] ნახევარი? თუ იპოვით მეორე ნახევარს, იპოვით კორუფციას“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.