რას ნიშნავს სიტყვა „დონ“, რომელსაც კადიროვი ხშირად იყენებს

კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მისი ყოველი გამოსვლის დროს ხშირად იყენებს სიტყვა - „დონს“. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს.

ყველას განსხვავებული ვერსია აქვს. ზოგიერთის მტკიცებით, კადიროვი ფილმის „ფორსაჟი“ დიდი მოყვარულია, ან ამერიკელი რეპერის ლილ ჯონის დიდი ფანია. სხვები ამბობენ, რომ ერთ დროს კადიროვს მომღერალ შერის შემოქმედება მოსწონდა. 

ზოგი კი მიიჩნევს, რომ კადიროვი საკუთარ გამოსვლებში დონ ვიტო კორლეონეს მოიხსენიებს. ყველასთვის ცნობილ მაფიოზურ დაჯგუფების „ნათლიმამას“.

სინამდვილეში კი, „დონ“ ჩეჩნური სიტყვის „დუიჰიუნას“ შემოკლბული ფორმაა. რაც სიტყვასიტყვით „დიახ ვარ“-ს ნიშნავს. ეს სიტყვა კი, უბრალოდ სლენგია. 

უკრაინული არმიის ჯარისკაცები კიდევ უფრო ხშირად აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც კადიროვს მიმართავენ და სიტყვა „დონს“ იყენებენ.

 

ნახეთ ვიდეო