რამზან კადიროვს, დიმიტრი პესკოვსა და მარია ზახაროვას პერსონალური სანქციები დაუწესეს - კიდევ ვინ მოხვდა იაპონიისა და ავსტრალიის „შავ სიაში"

სანქციები

მორიგი სანქციები რუსეთს - იაპონიის მთავრობამ 32 რუს და ბელორუს ოლიგარქს შეზღუდვები დაუწესა. აქტივებს გაუყინავენ 12 კომპანიას. იაპონიის პერსონალური სანქციები შეეხო ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს, ასევე ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს და ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს​. სანქციები დაწესდება ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობის ექსპორტზეც. ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს. 

რუსი ოფიცრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა. შეზღუდვები დაწესდება ავსტრალიიდან იმ საქონლის ექსპორტზე, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდება.

შეგახსენებთ, რომ სანქციების სიას პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი 10 პირი დაუმატა კანადამაც.