რა მიზნით ჩადგება უკრაინის საზღვართან ბელორუსიის ხუთი ტაქტიკური ბატალიონი

jpg

ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენშტაბი უკრაინის საზღვრისპირა რაიონებში 5 ტაქტიკურ ბატალიონს გადაისვრის.

უწყების ინფორმაციით, მანევრის მიზანი "მოშიშვლებული სასაზღვრო ზოლის გამაგრება და უკრაინის მხრიდან ნაციონალისტური დაჯგუფებებისა და შეიარაღების კონტრაბანდის აკრძალვაა".

ბოლო დღეებში უკრაინის სახელმწიფო უწყებებში რამდენიჯერ განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში ბელარუსი შესაძლოა რუსეთის მხარეს ჩაერთოს ომში.

ომის პირველ დღეებში ბელარუსის მხრიდან უკრაინაში შეიჭრა რუსული სამხედრო კოლონები, რომლებიც აქ ერთობლივი სამხედრო სწავლელებისთვის იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა ცნობილია, რომ სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან ახორციელებენ საბრძოლო გაფრენებს, რუსული სამხედრო თვითმფრინავები.

ბელარუსის არმიის აღნიშნული მანევრის დაანონსება განსაკუთრებით საყურადღებოა ალექსანდრ ლუკაშენკოს გუშინდელი ვიზიტის ფონზე.

ბელარუსის დიქტატორი გუშინ, 11 მარტს კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა "რუსეთს ყველანაირი მხარდაჭერა".