რა ხდება ფრონტის ხაზზე, სადაც ქართველები დაიღუპნენ

დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა რომეო ფარულავამ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინელებთან ერთად, ბახმუტთან, ახლა ალყაში არიან მოქცეული.

მისი თქმით, ისინი ალყაში მოქცეული მებრძოლების გადარჩენის ოპერაციაში იმ წამსვე ჩაერთვებიან, როგორც კი შესაბამისი ბრძანება იქნება.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში ქართველი მეთაური დაიჭრა.

„დაჭრილი არის მეთაური.  დანარჩენი ბიჭები, ვინც არიან, ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ალყაში არიან მოქცეული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან და, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი დაღუპული გმირების გამოყვანა“, - აცხადებს რომეო ფარულავა.