5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პასუხად დასავლეთმა რუსეთის ბანკების ნაწილი SWIFT-დან გათიშა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ ლაიენის განცხადებით, აშშ და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე რუსული ბანკის ნაწილი მთავარ საერთაშორისო გადახდის სისტემას ჩამოაშორონ.
როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება.
SWIFT-ი მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებაა, რომელიც 1973 წელს, ბელგიაში დაარსდა.
აღსანიშნავია, რომ SWIFT ბანკინგის სისტემაა, თუმცა ტრადიციული ბანკის კონცეფციისგან შორსაა - ის უშუალოდ ტრანსაქციებით არაა დაკავებული. ამის ნაცვლად, ის ფუნქციონირებს, როგორც უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც ბანკებს ტრანსაქციების განხორციელების შესახებ ატყობინებს.
SWIFT-ის გადახდები ქსელის მეშვეობით ხორციელდება. SWIFT-ი თითოეულ ბანკს 8 ან 11 სიმბოლოსგან შემდგარ კოდს ანიჭებს, რომელიც ბანკის იდენტიფიკატორის სახელითაა ცნობილი.ეს უნიკალური ID კოდი კი აერთიანებს როგორც ბანკის სახელს, ასევე ქვეყანას, ქალაქსა და ფილიალს.
მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის ბანკებსა და შესაბამისად, მომხმარებლებს შორის ფულის უსაფრთხო მიმოცვლაში SWIFT მონაწილეობს და ამ ოპერაციების განხორციელება მის გარეშე თითქმის შეუძლებელია.
SWIFT-ს ბელგიის ეროვნული ბანკი სხვა მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან პარტნიორობით ზედამხედველობს. მათ შორის არიან: აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი.
ის მსოფლიო მასშტაბით ერთმანეთთან 200-ზე მეტი ქვეყნის 11 000 ფინანსურ ინსტიტუციასა და 2 000-ზე მეტ ბანკს აკავშირებს.
NBC აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის რუსეთის SWIFT ფინანსური სისტემიდან გამორიცხვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფინანსური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მათ ოდესმე შეეძლოთ ან შეუძლიათ. ეს გამოუსწორებლად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას.
კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა 2014 წელსაც განიხილებოდა, როცა ქვეყანამ უკრაინის ნაწილის - ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ ამ განხილვაზე რუსეთის საპასუხო რეაქცია მწვავე იყო — ქვეყანამ განაცხადა, რომ SWIFT-იდან მისი გაძევება ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. 2014-ში, რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის შეფასებით, SWIFT-ის დატოვება ქვეყანას ეკონომიკის 5%-იან ვარდნად დაუჯდებოდა. დასავლელმა მოკავშირეებმა ამ იდეის შესრულებაზე მაშინ უარი თქვეს.
შეგახსენებთ, რომ ეს სანქცია დასავლეთმა 2012 წელს გამოიყენა, როდესაც ბირთვული პროგრამებიდან გამომდინარე, SWIFT-დან ირანი გამოთიშეს. ეს აშშ-ის ინიციატივით მოხდა. შედეგად, ირანმა ნავთობის ექსპორტის შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა.
BBC-ის თანახმად, რუსეთის SWIFT-დან გათიშვით რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტად გერმანია და აშშ იზარალებენ, რადგან მათი ბანკები ყველაზე მეტად თანამშრომლობენ რუსულ ბანკებთან ამ სისტემის გავლით. ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ დეპუტატებს განუცხადა, რომ ბრიტანულ ბანკებს ძალიან უმნიშვნელო შეხება აქვთ რუსეთთან.
მომზადებულია BBC-ისა და NBC NEWS-ის მიხედვით.