პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„უკრაინელებო, ნამდვილი გმირები ხართ! თქვენ ახლა მსოფლიოს იცავთ! მეამაყებით!“, - მეოცე დღეა, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის თითქმის ყველა მიმართვა ამ სიტყვებით იწყება. ომის დაწყების პირველივე დღიდან ოლექსი რეზნიკოვი სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე დგას. ის მებრძოლებსა და საყვარელ ხალხს გვერდში უდგას და მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
„აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ხალხის სიმამაცით. იარაღის გარეშეც კი, ბებიები თავიანთი სახლების დასაცავად გამოდიან. ყველა ქალაქში უკრაინელები ცხადყოფენ, რომ აქ ოკუპანტის ადგილი არ არის“,- აცხადებს რეზნიკოვი.
ოლექსი იურევიჩ რეზნიკოვი ქალაქ ლვოვში დაიბადა. მისი მამა უნივერსიტეტის პროფესორი, დედა კი ნევროლოგი იყო. მშობლების დაჟინებული თხოვნით სკოლის დასრულების შემდეგ ოლექსი რამდენიმე წლის განმავლობაში საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. მოგვიანებით კი სწავლა იურიდიული მიმართულებით განაგრძო.
სტუდენტობის პერიოდში ის რეგიონალურ საავადმყოფოში, ექთნად მუშაობდა, რაღაც დროის მანძილზე კი ოპერატორის პროფესიასაც მშვენივრად ითავსებდა.
პოლიტიკაში მოსვლამდე ოლექსი ძირითადად იურიდიული საქმიანობით იყო დაკავებული და უკრაინაში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატად ითვლებოდა. 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბრის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში რეზნიკოვი ვიქტორ იუშჩენკოს უფლებებს იცავდა. იურისტის კარიერის მანძილზე მის ანგარიშზე ბევრი მოგებული საქმე ირიცხება. ამის გამო უკრაინის თავდაცვის მინისტრს მეტსახელად „მშვიდობისმყოფელსაც“ კი უწოდებენ.
რეზნიკოვის პოლიტიკური კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ის კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი გახდა და საადვოკატო საქმიანობას საბოლოოდ ჩამოშორდა. სანამ საზოგადოებას თავდაცვის მინისტრის ამპლუაში მოევლინებოდა, რეზნიკოვს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა.
„მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს დასაცავად ყველაფერს აკეთებენ",- აღნიშნავს ის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მის ყოფილ ცოლზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი - ალექსეი და ანასტასია ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ის წლების მანძილზე უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. უკრაინელი პოლიტიკოსის ამჟამინდელი რჩეული ცნობილი ტელეწამყვანი, იულია ზორია. იულიას თხოვნით, მათი ქორწილი საკმაოდ უჩვეულო ადგილას - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხერსონის რეგიონთან შედგა.
„ამ ნაბიჯით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მსგავსი რამის გაკეთება ნებისმიერ უკრაინელს შეუძლია თუ ამის სურვილი აქვთ. გვინდოდა უკრაინელებისთვის საკუთარი თავის რწმენა დაგვებრუნებინა“,- აღნიშნა რეზნიკოვმა.
იულია ოლექსეიზე 20 წლით უმცროსია, თუმცა როგორც ის ამბობს ასაკობრივი განსხვავება მხოლოდ ციფრებია და ცოლ-ქმარი ერთად ძალიან ბედნიერია.
„ოლექსი საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია. ჩემს გასაბედნიერებლად მზადაა ათასი სისულელეც კი გააკეთოს. ამიტომ, არასდროს უყუროთ ასაკობრივ სხვაობას, ისინი მხოლოდ ციფრებია.. მთავარია იმ მამაკაცის გვერდით იყოთ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა თქვენ სახეზე ღიმილი არასდროს გაქრეს“,- აცხადებს იულია.
55 წლის უკრაინელი პოლიტიკოსი გატაცებული სკუბა დაივინგით, თავისუფალ დროს ხშირად თამაშობს ჩოგბურთს და არც თხილამურით სრიალს ერიდება.