„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
დღეს, საღამოს საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართა, მათ აცნობა, რომ უახლოეს ხანში ხელს ბრძანებულებას დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას მოაწერს.
"პუტინმა მათ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის შედეგების შესახებ ესაუბრა, რომელმაც დონბასის გარშემო არსებული ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის რეზოლუციის კონტექსტში განიხილა.
დღეს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა მიიღეს მიმართვები მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიისა და დონბასის ტერიტორიის მასიური დაბომბვის გამო, რის შედეგადაც სამოქალაქო მოსახლეობა ტანჯვას განიცდის", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის შეტყობინებაში, რომელსაც სააგენტო „ინტერფაქსის“ ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა "გამოხატეს იმედგაცრუება ასეთ განვითარებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მათ მიუთითეს კონტაქტების გაგრძელების მზადყოფნაზე", - ნათქვამია "ინტერფაქის" შეტყობინებაში.
დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს, რუსეთი სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს, ვლადიმერ პუტინმა კი, დიდი ალბათობით მალე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.
დღეს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ოფისმა განაცხადა, რომ გერმანიის ლიდერმა დაგმო შესაძლო აღიარება და გააფრთხილა პუტინი, რომ ეს ნაბიჯი იქნება მინსკის შეთანხმებების "ცალმხრივი დარღვევა", რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რვაწლიანი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდეს უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს.
წყარო: tass-ი