პუტინი საშინელი მოვლენაა მსოფლიოსთვის. საიდან მოვიდა, სად გაიზარდა... ნეტა არ მოვსწრებოდი რასაც ვხედავ დღეს - იმედა კახიანი

იმედა კახიანი

პუტინი საშინელი მოვლენაა მსოფლიოსთვის. არანორმალური ვინმეა“, - ამის შესახებ ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ სახალხო არტისმა იმედა კახიანმა განაცხადა.

„არ ვიცი, პუტინზე რა იმოქმედებს და რა მოქმედებს. არ მიმაჩნია ნორმალურ ადამიანად იმის შემდეგ, რასაც იგი აკეთებს. არ ვიცი რა იმოქმედებს, მაგრამ ის ვიცი, ხელოვანი რუსი იქნება თუ ქართველი ვინც არ უნდა იყოს, ამას როგორ აიტანს, ამას როგორ შეეგუება ამ საშინელებას. მე არ მინდა რუსეთის გინება, რუსეთს და პუტინს ნუ გავაიგივებთ. ჩემთვის ეს არ არის ერთი და იგივე.  პუტინი საშინელი მოვლენაა მსოფლიოსთვის. არანორმალური ვინმეა. საიდან მოვიდა, სად გაიზარდა. როგორ უყურებს ქვეყანას და მსოფლიოს. ეს არ არის რუსი ხალხის ტიპური წარმომადგენელი და მატარებელი იმ დიდი თვისებებისა, რაც გააჩნია ამ დიდ ხალხს. ამიტომ მთელი რუსეთის გინება პუტინის გამო მთლად სწორად არ მიმაჩნია და არც უნდა იყოს ასე. პუტინი სხვა ვინმეა. პუნიტი არის ჩემი მტერი და რუსეთის მტერიც, ყველას მტერია... პუტინი გვებრძვის ყველას, ამიტომ ჩვენც უნდა ვებრძოლოთ პუტინს“, - განაცხადა კახიანმა.