პუტინი რუსეთში საომარ მდგომარეობას 4 მარტს გამოაცხადებს - დაზვერვის ცნობებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასაჯაროებს

putini

რუსეთში პუტინი სავარაუდოდ, 4 მარტს საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ისაუბრა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ასაჯაროებს. 

"დაზვერვის სამსახურის ცნობით, 4 მარტიდან რუსეთის ფედერაცია ქვეყანაში სავარაუდოდ, საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს. მინდა ვნახო, მოსკოვი და პეტერბურგი ამაზე როგორ რეაგირებას მოახდენს. პეტერბურგში გაცილებით მეტი ინტელიგენციაა, ვისაც ესმის, რა ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

დღეს თუ პუტინს არ აქვს საკმარისი ქვემეხი, მაშინ შეუძლია წაიყვანოს ის ბავშვები, რომლებსაც ჯარში გაიწვევს, რათა იქ გააგზავნოს და "ხორცსაკეპ მანქანაში" მოხვდნენ. არ მესმის, რატომ აკეთებს ამას“, - ამბობს დანილოვი.

მისი აზრით, ბევრ რუსს, რომლებიც "რუსეთის ფედერაციაში თანამდებობებს იკავებენ" ვერ ხვდებიან, რა ხდება პუტინის თავში.

"მშვიდობიანი ქალაქების, ხარკოვის დაბომბვა, ისტორიული ქალაქების დაბომბვა, ბავშვების მკვლელობა - რა უნდა გქონდეთ თავში ამ ყველაფრის გასაკეთებლად? - განაცხადა დანილოვმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე უკრაინიდან ნაციონალისტების გაყვანის განზრახვის შესახებ:

"მაშინ უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 95% უნდა განადგურდეს".

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის დუმის ორივე პალატა 4 მარტს, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება და სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

როგორც ცნობილია, რუსულმა სკოლებმა სახელმძღვანელოს მიღება სამოქალაქო განათლების გაკვეთილების გეგმებით თემაზე „სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში“ დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს ფაშისტური სახელმწიფოს პოტენციალს ანადგურებს, რომელიც რუსეთის დასაპყრობად შეიქმნა.

კერძოდ, ის გვთავაზობს უკრაინაში ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, უწოდოს „სპეციალური სამშვიდობო ოპერაცია, რომლის მიზანია ნაციონალისტების შეკავება, რომლებიც რუსულენოვან მოსახლეობას ავიწროებენ ".