პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე „ალტ-ინფოს" ოფისთან, დღესაც დაპირისპირება იყო.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, როცა სახლის მეპატრონემ, ილია თაყაიშვილმა ფანჯრიდან საქართველო-უკრაინის დროშა გამოფინა და მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული ძალების თავშესაფარი მისი სახლი არასოდეს გახდება და არ მისცემს მათ ფუნქციონირების საშუალებას მიუხედავად ბებიის მხარდაჭერისა.
ილია თაყაიშვილის ბებია კი, მის მხარდამჭერებთან ერთად საპირისპიროს ამბობდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ ისინი შეტყობინების საფუძველზე მოვიდნენ და დაპირისპირების ასარიდებლად და წესრიგის დასაცავად.