„საცოდაობა ტრიალებს...“ - ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია
1755718983
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა ენერგოდარი დატოვეს, ქალაქზე უკრაინამ კონტროლი აღადგინა. აღდგენილია ხელისუფლების კონტროლი, ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების მეთაური იმყოფებოდა.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
"დღეს, ჩვენ ვნახეთ უზარმაზარი მიტინგი მელიტოპოლში. ხალხი თავის პროსახელისუფლებო პოზიციას ნათლად გამოხატავს. ენერგოდარშიც ყველაფერი კარგადაა. ორკებმა ქალაქი დატოვეს", - განაცხადა მან.
სტარუხი აღნიშნავს, რომ წუხელ ენერგოდარში რუსი სამხედროების მიერ ძარცვის ფაქტები დაფიქსირდა.