ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 32 950 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ჯამში, მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 950 -ს მიაღწია,- ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„24 თებერვლიდან 16 ივნისამდე პერიოდში მტრის საერთო დანაკარგები მოიცავს: 1 449 ტანკს, 3 545 ჯავშანმანქანას, 729 საარტილერო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 213 თვითმფრინავს, 179 ვერტმფრენს, 2494 ერთეულ საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 13 გემს/კატერს, 591 უპილოტო საფრენ აპარატს, 55 ერთეულ სპეცტექნიკას, 129 ფრთოსან რაკეტას“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.