ომის 133-ე დღე - რა ხდება უკრაინაში

ომი უკრაინაში

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელი წერტილი ახლა უკვე სლავიანსკია. ქალაქი სისტემატურად იბომბება.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საოკუპაციო ძალები ქალაქს ეტაპობრივად იკავებენ. საოკუპაციო ძალების სამიზნე სლავიანსკის ცენტრალურ რაიონებია.

დაბომბვის შედეგად ცენტრალურ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა ქალაქის ცენტრალური უბანი, მიკრორაიონი „ვარშავა“, სევერნი, სლავკურორტი.

ადგილობრივი მმართველობა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისა ან თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს. სარაკეტო და საავიაციო იერიში არ წყდება ხარკოვზეც. დაიბობმა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის დაბა პეჩენეგი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.