ოკუპირებულ ლუგანსკში უკრაინელებმა რუსი სამხედროები დაბომბეს - დანაკარგი ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას წარმოადგენს

Ukrainians

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რაიონში, რუსი დამპყრობლები დაბომბეს, შედეგად საოკუპაციო ძალების დანაკარგი ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას შეადგენს. 

"დამპყრობლებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს", - აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

ლუგანსკის მიმართულებით, გაერთიანებული ძალების უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს მტკიცედ იკავებენ და მტერს ზარალს აყენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.

აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით, რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს.

„შედეგად, დამპყრობლებმა დაკარგეს 40-მდე პერსონალი, 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 1 MTLB, ურალის სატვირთო მანქანა, SUV და საარტილერიო სისტემები (რიცხვი დაზუსტებულია)“, - ნათქვამია ანგარიშში.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლის მიმართულებით კონტრშეტევა განახორციელეს. შ

ედეგად, დღეს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი ტანკი, ოთხი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ორი „ვეფხვი“ და ოცდაათამდე რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.

ორი დამპყრობელი ტყვედ აიყვანეს.