17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე იერიში განახორციელეს, დაღუპულია 11 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, დაჭრილია 13 ადამიანი. ოკუპანტმა რაიონი „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბა.
„ტრაგიკული ღამე ნიკოპოლის რაიონში, რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, დაჭრილია 13 ადამიანი. მტერმა ტერიტორია „გრადებიდან“ ორჯერ დაბომბა. გამიზნულად და მოღალატურად დაარტყა, როცა ხალხს საკუთარ სახლებში ეძინა“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.