ოდესაში სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - დრონებით თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა

საჰაერო განგაში

 ამ წუთებში უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთის ძალებმა ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს.

აფეთქებებია ოდესის, დნიპროს და სუმის ოლქებში. ოდესაში სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დრონებით თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. თავდასხმის სამიზნე გახდა კრივი რიჰი, დარტყმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.

პარალელურად, ჟენევაში, აშშ-ის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები იწყება. მედია წერს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი იქნება უკრაინის ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამომავლო კონტროლის პირობები.