ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
ალბათ კითხვას სვამთ, საქართველოს ბიუჯეტიდან რატომ ვუხდით ხელფასს საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ გახარიას პარტიის წევრებს. თქვენ, გარე აქტორებთან ერთად,საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეთ, ადგილები გერგოთ პარლამენტში, შემდეგ ბრძანებით დატოვეთ პარლამენტი და თქვენ ახლა მე მესაუბრებით?- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ცოტნე კობერიძეს გადაცემაში „დებატები“, რომელიც „ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გაიმართა.
კირცხალია ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გარე პატრონების მითითებით მოქმედებენ. ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს რთულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია საქმიანობა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დიდი ფინანსური რესურსები შემოდიოდა.
“თქვენ ალბათ კითხვას სვამთ, რატომ უხდის საქართველოს ბიუჯეტი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ გახარიას პარტიის წევრებს ხელფასს. ბატონი გახარიას სრული ლუსტრაცია მოხდა. თუ არ ვცდები, თქვენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან,კოალიცია „ახალში“ იყავით გაერთიანებული და თქვენც გქონდათ გარკვეული კვოტა, რომელზეც შემდეგ ასევე მითითებით, ყოველ შემთხვევაში, მაშინ თქვენ მიიღეთ [გადაწყვეტილება], რომ არ შემოხვედით პარლამენტში. თქვენი გარე აქტორების და გარე პატრონების დაკვეთით, როგორც იქცეოდით რუსთაველის გამზირზე, თქვენ იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი ძმების, მშობლების სისხლი დაიღვარა, იქ რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ კარგად ვნახეთ. ამ ძალის წარმომადგენელი, ამ ადამიანთან ერთად ერთ მაგიდასთან იჯექი, ქვეყნის მომავალზე ფიქრობდი და შემდეგ რაიმე კითხვას სვამ და ამ ყველაფრის მერე, გარე აქტორებთან ერთად საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეთ, ადგილები გერგოთ პარლამენტში, შემდეგ ბრძანებით დატოვეთ პარლამენტი და თქვენ ახლა მე მესაუბრებით იმ ურთულესი პოლიტიკის და იმ ვითარების, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება და ჩვენს დიდ პოლიტიკურ გუნდს, პარტიას მოღვაწეობა მოგვიწია იმ დროს, როდესაც მილიარდობით დაფინანსება შემოდიოდა ჩვენთან და მათ შორის, მილიარდობით თანხები იხარჯებოდა“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.