გაზის მიწოდება 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1777994207
ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა საცხოვრებელ სექტორსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, დაზიანებულია ქალაქის ცენტრში მდებარე კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობები, საბავშვო ბაღი და ავტომობილები. თავდაპირველად, ექვსი დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.