ნურსულთან ნაზარბაევი ოჯახთან ერთად ყაზახეთიდან გაიქცა

nazarbaevi

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა, ინფორმაციას ყაზახური ტელეგრამ - არხი Orda.kz ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში მხოლოდ მისი უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი დარჩა.

„ორდა“ წერს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ნაზარბაევის შესახებ არც ხელისუფლებას და არც სახელმწიფო ტელეარხებს ცნობები არ გაუვრცელებია.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ პირველმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა, ოჯახებთან ერთად ყაზახეთი დატოვეს. ქვეყანაში დარჩა მხოლოდ უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი,“ - აღნიშნულია „ორდას“ ინფორმაციაში.

აქვე, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ხელისუფლება, ოფიციალურ განცხადებებში, ქვეყნის დედაქალაქს ნურ - სულთანად აღარ მოიხსენიებს.

ასევე ნახეთ ვიდეო - როგორ ჩამოაგდეს ნაზარბაევის ძეგლი