ნორვეგიელმა ქალმა 25 წლის წინ დაწერილ წერილზე პასუხი ახლახან  მიიღო

წერილი

ნორვეგიელმა ქალმა 25 წლის წინ დაწერილ წერილზე პასუხი ახლახან  მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. 

ყველაფერი კი ასე იყო: ჯოანა ბუჩანი 8 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა წერილი დაეწერა, რომელშიც თავის ისტორიას მოჰყვებოდა. მისი შინაარსი დააახლოებით ასე ჟღერდა:

„გამარჯობათ, მე ჯოანა ვარ. სკოლაში ვსწავლობ. მიყვარს ფუმფულა სათამაშოები.მყავს ძაღლი და ვერ ვიტან ბიჭებს".

გოგონამ წერილი ბოთლში ჩადო და ნორვეგიის ზღვაში გადააგდო.

25 წლის შემდეგ  წერილი შემთხვევით ერთმა ქალმა იპოვა. მან ჯოანა სოციალური ქსელის დახმარებით იპოვა.