ცნობილია ექიმის ვინაობა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა
1737359069
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ომამდე უკრაინელი ხალხი ნატოს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.
„ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქით არის, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ნატო კი, ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სისუსტე, რომელსაც ალიანსი გადაიხდის.
„ჩვენ კვლავ ძლიერები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ დონეზე პარტნიორებთან, რათა მათგან მივიღოთ თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ესენი არიან ნატოს წევრი ქვეყნები, მაგრამ ეს არ არის ალიანსი, როგორც ერთიანი სტრუქტურა. ომი ყოველთვის ის დროა, როდესაც ნიღბები იშლება, როდესაც ყველა თავის არსს აჩვენებს. და, სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ნატო არ არის ისეთი, როგორც უკრაინელი ხალხი ფიქრობდა ამაზე“, – განაცხადა კულებამ