მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების ორი თარიღია განიხილება და ისინი დაკავშირებულია რუსეთის შიდა მოვლენებთან. ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.
სკიბიცი მიიჩნევს, რომ კრემლს ომის დასრულება 11 სექტემბრამდე სურს.
„ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციის პოლიტტექნოლოგები ამუშავებენ, ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ჩვენს ტერიტორიებს, სოციალურ მდგომარეობას და ზოგადად როგორ ვიმოქმედოთ", - განაცხადა სკიბიცკიმ.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არის საბჭოთა კავშირის 100 წლის იუბილე - 30 დეკემბერი.