VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა, შესაძლოა, ხელმისაწვდომი 2023 წლის შემოდგომისთვის იყოს,- ამის შესახებ კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, აღნიშნული თარიღი საუკეთესო სცენარის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კომბინირებული ვაქცინა მომავალ წელს შეიძლება გაჩნდეს.
„ჩვენი მიზანია, ერთი წლიური გამაძლიერებელი დოზა გვქონდეს, რათა არ გვქონდეს შესაბამისობის პრობლემები, როდესაც ადამიანებს არ სურთ ზამთარში ორი-სამი დოზის მიღება“, - აღნიშნა სტეფან ბანსელმა.