„მეუბნებიან, რომ მამა ან ბებია ჰყავთ ქართველი და სურთ საქართველოს მოქალაქეობა“ - თამარ ივერი რუს მეგობრებზე

tamar iveri

მუსიკოსმა თამარ ივერმა,  ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა:

„რა შემიძლია გითხრათ, მე, როგორც ხელოვანმა, ჩემთვის ეს არის უზარმაზარი შოკი... თითქოს გადავლახეთ ეს პანდემია, თითოს მოვინდომეთ რაღაც ფესტივალების გაკეთება და უცებ მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი. ეს ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენთვის, უკრაინისთვის კი დიდი ტრაგედია. უამრავი კოლეგა და მეგობარი მყავს, თუნდაც რუსი, რომლებიც ამას განიცდიან. ამ ერთმა ადამიანმა, სახელიც არ მინდა დავასახელო მისი, ფიურერმა, უინტელექტუალურესი ერი შეაძულა მთელ მსოფლიოს.

რამდენიმე მათგანი დამიკავშირდა და მეუბნებიან, რომ ბებია ჰყავთ ქართველი, მამა ჰყავთ ქართველი და სურთ საქართველოს მოქალაქეობა... სურთ თავი დააღწიონ ამ საგიჟეთს. ხალხია ცოდო.  ეს არის საუკუნის ტრაგედია“ - ამბობს თამარ ივერი.