Marriott-ი რუსული ბაზრიდან გადის

marioti

სასტუმროთა საერთაშორისო ქსელი Marriott International-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთს წინააღმდეგ დაწესებულ ახალი სანქციები ქვეყანაში ნებისმიერი სახის მუშაობას შეუძლებელს ხდის.

მარტის დასაწყისში Marriott-მა უკვე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, 25-წლიანი მუშაობის შემდეგ მოსკოვში ოფისს ხურავს და რუსეთში ახალ სასტუმროებს გახსნასა და ინვესტიციებს წყვეტს.

იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან შემდეგ რუსეთიდან გასვლის შესახებ უკვე 1000-მდე უცხოურმა კომპანიამ განაცხადა.