მარიუპოლში 5 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 210 ბავშვი - მარიუპოლის მერი

მარიუპოლი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან რეგიონში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, დაახლოებით, 210 ბავშვი გარდაიცვალა.

"მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში 5000 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან, დაახლოებით, 210 ბავშვი იყო. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე სუპერძლიერი ბომბი ესროლეს ბავშვთა საავადმყოფოს, გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა. თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. დაბომბეს დრამატული თეატრი, სადაც იმ დროისთვის თავს 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია", - განაცხადა მარიუპოლის მერმა.