ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ავიაბაზაზე, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება, კიევისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე მეტ ჭურვსა და აღჭურვილობას „ეფ-16“-ების ავიაგამანადგურებლებისთვის.
„აქ, „რამშტაინზე“ მე მტკიცედ ვარ განწყობილი გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ უკრაინას იცხოვროს თავისუფლად და უსაფრთხოდ და შევქმნათ უფრო სამართლიანი, ღირსეული მსოფლიო. ჩვენი ერთობლივი სამუშაო უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ეს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ბოლო შეხვედრაა „რამშტაინის“ ფორმატში. როგორც ლოიდ ოსტინმა შეხვედრაზე განაცხადა, უკრაინის ფართომასშტაბური ომის შედეგები ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან თუ პუტინი შთანთქავს უკრაინას, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება და ამას შედეგად მოჰყვება მეტი ძალადობა. ამიტომ, მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან ეს.