1730578379
ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის მოთმინება დასრულდა და დასავლეთისგან დაპირებებს მუდმივად ვერ დაელოდებიან
დასავლეთისგან ცვლილებებსა და დაპირებებს მუდმივად ვერ დაველოდებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთის მოთმინება დასრულდა და მათ მიერ წაყენებულ შეთავაზებებზე კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან.
„ვიცით და ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარწმუნებთ, გარკვეულ ცვლილებებს და დაპირებებს უსასრულოდ არ დაველოდებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ამერიკის და მისი მოკავშირეების მიზანი ევროპაში დომინანტობაა. მისი განცხადებით, აზოვის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების გაჩენა რუსეთისთვის მეორე წითელი ხაზია. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უახლოეს თვეებში ნატო-მ შესაძლოა, რუსეთის საზღვრებთან ძალების გაზრდა დაიწყოს.