1745863963
კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რამდენიმე რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

უკრაინაში ომი გრძელდება - კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რამდენიმე რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. საჰაერო განგაში იყო ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას გამოეხმაურა თეთრი სახლი. პრესმდივანი აცხადებს, რომ პუტინისა და ზელენსკის მიმართ ტრამპის იმედგაცრუება იზრდება.
"ტრამპმა გარკვევით გაგვაგებინა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტა უნდა. პირველ რიგში, იმისთვის, რომ შეწყდეს მკვლელობები და სისხლისღვრა".
პუტინის განცხადებას ეხმაურება ოფიციალური კიევიც, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 11 მარტის შემდეგ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, რასაც რუსეთი უარყოფდა და ამერიკის მოტყუებას ცდილობდა.
"არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის, ცეცხლი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, სულ მცირე, 30 დღით", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.