პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია! უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული პოლიცია, "ტერობორონა" მუშაობს.
ქალაქი მტრისგან სრულად იწმინდება - ამ ინფორმაციას УНИАН ავრცელებს.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მტერი მთლიანად დემორალიზებულია.
პირდაპირ ხარკოვში, შუა გზაზე მტრის ტექნიკის დატოვების შემდეგ, 5-10 კაციანი ჯგუფები უკრაინის ჯარებს დანებდა.
როგორც კი, ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს ხედავენ, მაშინვე ნებდებიან.
რაც შეეხება რეგიონში დღეის მდგომარეობით შექმნილ ვითარებას, ჩუგუევს მთლიანად უკრაინის ჯარები აკონტროლებენ, ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინის დროშები ფრიალბეს.
რუსი აგრესორის შეტევა ლიპეცკის, ვოლჩანსკის და ბელგოროდის მიმართულებით გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებზე აქტიურად იბრძვიან.