პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შედეგად, მარაგები ამოიწურა, რაც ევროპული დეფიციტის ყველაზე აშკარა მაგალითია.
„რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე ომი დააბრუნა ევროპულ მიწაზე. ომში ჩართული სამხედრო აქტივების რაოდენობით, მისი ადამიანური ხარჯებითა და გლობალური შედეგებით, ის წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტის ტექტონიკურ ცვლილებას. ევროკავშირმა სწრაფად და მკვეთრად მოახდინა რეაგირება უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების შეთავაზებით. ახლა აშკარაა, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება, როგორც ომის დაწყებამდე ვაცხადებდით, როდესაც წარმოვადგენდით სტრატეგიულ კომპასს, რომელიც შემდეგ დაამტკიცა საბჭომ და გვთავაზობს რეალური ცვლილების გეგმას უფრო ძლიერი და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის“, – წერს ბორელი საკუთარ ბლოგზე.