კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ რეკომენდირებულია აშშ-ის ფარმაცევტული გიგანტის, „ელი ლილის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი, „ბარიციტინიბი“, რომელიც „ოლუმიანტის“ ბრენდის სახელით იყიდება.
აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, განკუთვნილია მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის. დადგინდა, რომ „ბარიციტინიბი“ ამცირებს ვენტილაციის საჭიროებას და აუმჯობესებს პაციენტების გადარჩენის შანსებს არასასურველი რეაქციების გაზრდის გარეშე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პირობითი რეკომენდაცია“ პირობითი რეკომენდაცია მისცა ასევე მედიკამენტ „სოტროვიმაბს“, რომელიც არის ექსპერიმენტული მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობა, მათთვის, ვისაც „კოვიდ-19“ მსუბუქი ფორმებით აქვს, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანის ყველაზე მაღალი რისკების ქვეშ არიან.