„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
იხმაურეთ, იყვირეთ და საკმარისია, - ასე მიმართავს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ყაზახეთში მომიტინგეებს.
მისივე თქმით, სანამ პროცესები შორს წასულა, საჭიროა მოლაპარაკება.
„ამ პრეზიდენტთან შეთანხმება შესაძლებელია. ის ნორმალური ადამიანია, დიპლომატი, რომელთან შეთანხმებაც შეიძლება. ძალიან ჭკვიანი, განათლებული ადამიანია და ყაზახეთში უნდა ესმოდეთ, რომ ეს მათი ქვეყანაა და სხვა ქვეყანა არ ექნებათ. ამიტომ ქვეყნის გადატრიალება... მერე მისი აღდგენა ძვირად დაუჯდებათ. იქ კლანებსა და ჯგუფებს შორის ღმერთმა უწყის როგორი დაპირისპირებაა... და საჭირო იქნება შეთანხმება.
ამიტომ, ხალხურად რომ ვთქვათ, საჭიროა წასვლა, მუხლებზე დადგომა და სამხედროებისთვის ბოდიშის მოხდა, რომ ეს ბზარი აღმოიფხვრას და დასხდომა მოლაპარაკებებზე. მაგრამ ჩვენთვის ეს გაკვეთილია, კიდევ ერთი გაკვეთილი იმ ჭრილში, რომ ახლა მივხვდით, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენთან,“ - ამბობს ლუკაშენკო