„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ელ-მარჯში პოლიციამ ჰაშიშის დიდი პარტია დააკავა. 323 შეკვრა ნარკოტიკი, რომელსაც შეფუთვაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფოტო ჰქონდა დატანილი, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იპოვა. ამის შესახებ The Libya Observer-ი იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ რამდენიმე დღით ადრე, ქვეყნის აღმოსავლეთით, ზღვის სანაპიროზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰაშიშის პაკეტები პაბლო ესკობარის გამოსახულებით იპოვა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ კონტრაბანდული ნარკოტიკი სანაპიროზე ტვირთის დატბორვის გამო აღმოჩნდა.