ღამის განმავლობაში რუსული მხარის მიერ თავდასხმის შედეგად კიევში სამედიცინო დაწესებულება დაიწვა, არის მსხვერპლიც - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

კიევი

ღამის განმავლობაში რუსული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში სამედიცინო დაწესებულება დაიწვა, არის მსხვერპლიც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მათ ოთახების შემოწმებისას აღმოაჩინეს ერთი ადამიანის ცხედარი. 25 პირის ევაკუაცია განხორციელდა.

გვიან ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა ფასტივის რაიონიც, დაიღუპა ერთი ადამიანი. დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.

ამასთან, რუსეთის კომბინირებული დარტყმის შედეგად კრამატორსკის თემში დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავდა.