"განადგურებულია რუსეთის ფედერაციის 49-ე არმიის სამეთაურო პუნქტი, სადესანტო ხომალდი, 400 საზღვაო ქვეითი, 20 ტანკი და 45 ჯავშანტრანსპორტიორი" - ალექსეი არისტოვიჩი

xomaldi

"შიშველი, ფეხშიშველი დამპყრობლები" - ასე აფასებს საბრძოლო და პირადი ნივთების რესურსს მოკლებულ საოკუპაციო ძალას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არისტოვიჩი თავის ახალ მიმართვაში, რომელსაც ადგილობრივი გამოცემა NEXTA LIVE Telegram არხზე ავრცელებს. 

👉„ახლა ოკუპანტები სადაც არიან დისლოცირებული, წინა მხარე თითქმის გაყინულია. მტერს ბევრ რაიონში შეტევის გასაგრძელებლად რესურსი აღარ აქვს. რუსეთს მიწოდების პრობლემა აქვს - აღარ აქვთ: საწვავი, საბრძოლო მასალა, სხვა სახის მატერიალური უზრუნველყოფა, დარჩნენ შიშველი, ფეხშიშველი დამპყრობლები“.

👉„ერთადერთი ადგილი, სადაც მტერი ძალების კონცენტრირებას აგრძელებს, იზიუმის, მარინკას, (მარიუპოლისკენ) მიმართულებითაა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონის რაიონში, რაც დაიკავეს. თუმცა, იქაც მტერი რეალურად თავდაცვის პოზიციაზეა. 

👉„დღეს, რუსეთის ფედერაციის 49-ე არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტი განადგურდა. ასევე, განადგურებულია დიდი სადესანტო ხომალდი, რომელსაც დაახლოებით, 400 საზღვაო ქვეითი, 20 ტანკი და 45 ჯავშანტრანსპორტიორი გადაჰყავდა, ხომალდი ბერდიანსკის პორტში აფეთქდა, მეორე კი დაზიანდა.

👉 „უმაღლესმა რადამ გამკაცრდა პასუხისგებაში იმ ადამინების მიცემა, ვინც უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა სამხედრო ფორმირებებს გადაიღებს. პატიმრობის ვადები იქ ისეთია, რომ ყველა მოყვარულს ვურჩევ არფაერი გადაიღონ და ატვირთონ - კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ღირს თუ არა ამის გაკეთება, მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა." - წერს არისტოვიჩი.