ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს. სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამასთან, ხიდები დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა გააუქმეს და ბორნები გააჩერეს, რადგან სანაპირო ტალღებმა წყალდიდობა გამოიწვია.
ბერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში, დანიასა და ჩეხეთში.