ევროკავშირი ჯერჯერობით არ განიხილავს უკრაინისთვის დაფინანსების შეჩერებას კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო

საქართველო

ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ განაცხადა, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხის დაყენებას კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ბიუროსთან დაკავშირებული ქმედებების გამო.

მან განმარტა, რომ როდესაც საუბარია ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არსებობს მთელი რიგი გადაწყვეტილების მიღების სისტემები და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც თეორიულად შეიძლება გამოყენებული იყოს.

„ასე რომ, დამცავი მექანიზმები არსებობს. მაგრამ ვნახოთ, მივალთ თუ არა ოდესმე აქამდე“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მანამდე ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების გამო.