1732386875
„ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო“, - ირაკლი ოქრუაშვილი
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, ფრონტის ხაზიდან მორიგ ისტორიას აქვეყნებს.
ისტორია ქართველ მებრძოლებს ტყვიაველ გოგიტასა და სურამელ გოჩას შეეხება.
„ტყვიაველი გოგიტა (ლაფაჩი) ლვოვში იმ დღეს შემოვიდა ბაზაზე, როდესაც რუსებმა დაბომბეს. პირველი ბომბი რომ დაეცა ყაზარმას, ტრუსიკიანი, შარვალ იღლიაში ამოჩრილი დიდი ორმოსკენ გაიქცა და შიგ ჩაწვა. მესამე ბომბის ჩამოვარდნაზე უკუნ სიბნელეში ვიღაც დაეცა ზემოდან და გოგიტამაც კარგა მამაპაპურად დედა გადაუკურთხა - ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო.
ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად, ისე რომ არც იცოდა ვინც ზემოდან დაეცა ვინ იყო. სურამელი გოჩა უსმენს და რომ ჩაბღუჯა და გემრიელად აკოცა ყველას გაგვიკვირდა.
რა ხდება გოჩაო? ყველამ ვკითხეთ. ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო. ამდენი დღის მერე აქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ორმოში ღამეგათენებულებმა“, - წერს ოქრუაშვილი.