პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"უკრაინა ესწრაფვის მშვიდობას, ევროპა ესწრაფვის მშვიდობას. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს არანაირი ომი, იმავდროულად რუსეთი ამბობს, რომ მას არ სურს შეჭრა. მათგან რომელიღაც იტყუება. ეს ჯერ არაა აქსიომა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ჰიპოთეზად იქცევა",- ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ მე ვიყავი დონბასში, საოკუპაციო ხაზთან. სამართლებრივად თუ ვიტყვით, ეს ის ხაზია, რომელიც უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისგან ყოფს, მაგრამ რეალურად, ეს ხაზი ერთმანეთისგან მშვიდობასა და ომს ყოფს. ხაზის ერთ მხარეს საბავშვო ბაღია და მეორე მხარეს, მფრინავი ჭურვი. ერთ მხარეს სკოლაა და, მეორე მხარეს, ჭურვი, რომელიც ჩამოვარდა სკოლის ეზოში, სადაც 30-მდე ბავშვი იმყოფებოდა. ეს ბავშვები არ მიემართებოდნენ NATO-სკენ, ისინი მიდიოდნენ თავისი საკლასო ოთახებისკენ.
ამ ბავშვებიდან ზოგიერთს, შესაძლოა, ფიზიკის გაკვეთილი ჰქონოდა. ფიზიკის ელემენტარული კანონების ცოდნითაც კი ამ ბავშვებს ეცოდინებათ, რომ განცხადება, რომ უკრაინა დაესხა თავს ამ ობიექტებს, უბრალოდ სისულელეა.
ზოგიერთ მათგანს შესაძლოა მათემატიკის გაკვეთილი ჰქონოდა, მათ არ სჭირდებათ კალკულატორები იმისთვის, რომ გამოიანგარიშონ განსხვავება ბოლო 2 დღეში თავდასხმების რაოდენობასა და იმ რიცხვს შორის, რამდენჯერაც უკრაინა მოიხსენიეს მიუნხენის უსაფრთხოების მოხსენებებში.
ზოგიერთს ისტორიის გაკვეთილი ექნებოდა და როცა ისინი დაინახავდნენ სკოლის ეზოში ჭურვისგან დატოვებულ კრატერს, დასვამდნენ კითხვას: მსოფლიოს მთლიანად დაავიწყდა თავისი მეოცე საუკუნის შეცდომები?",- განაცხადა უზელენსკიმ.