რიტუალი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უნდა შესრულდეს - მარიამ ციმინტიას რჩევა
1746042273
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი უნდა დასრულდეს.
„რუსეთმა და უკრაინამ გულწრფელად უნდა განაცხადონ მშვიდობის შესახებ და დაასრულონ ეს ომი. ეს გადამწყვეტია არა მხოლოდ ორივე ქვეყნისთვის, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვისაც“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
„ამ კონფლიქტის გამო ყველა დაზარალდა. რუსეთმა და უკრაინამ ყველაზე მეტად წააგეს. სამართლიან მშვიდობას კი წაგებული მხარე არ ჰყავს. ორივე მხარემ უნდა დაამყაროს ურთიერთნდობა ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესისთვის. თურქეთი კვლავაც შეიტანს თავის წვლილს მშვიდობაში“, - დასძინა მან.