ძლივს შევიკავე ცრემლები მათთან ჩახუტებისას - დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო

ცნობილი ქართველი ბლოგერი, დომენიკ მანგო, როემელიც ახლა  უკრაინაში მოხალისედაა წასული სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერვე დღეა, რაც უკრაინაშია პირველად გააცნობიერა, რომ ომშია.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერვე დღეა უკრაინაში ვარ, დღეს პირველად გავაცნობიერე, რომ ომში ვარ.

დავემშვიდობე ბიჭებს და კაცებს, რომლებიც ძმებივით და მამებივით შევიყვარე. დავემშვიდობე და ძლივს შევიკავე ცრემლები მათთან ჩახუტებისას. ვფიქრობდი რა მედო ჯიბეში, რომ მეჩუქებინა - რა იქნებოდა მათი გულის საამებელი, თუმცა ვერაფერი ვაჩუქე… მერე ხუმრობით ვუთხარი ერთ ძმას, თირკმელს გაჩუქებ, სხვა არაფერი მაქვს-მეთქი. ვიხუმრეთ, ვაცინე და მერე შემოახტნენ მანქანის საბარგულს და წავიდნენ მწკრივად. ვცდილობ სულ ვიხუმრო, ათას სისულელეს ვროშავ, რომ არ ჰქონდეს სევდის და წუხილის განცდა რომელიმეს, თუმცა გულისთვის გამანადგურებელი ემოცია იყო ეს დამშვიდობება.

ეს კაცები ამბობენ შვილებს ვიცავთო, მათი შვილები კი საქართველოში ელოდებიან მამებს. უკრაინაში იცავენ ისინი შვილებს!

დიდება გმირებს!

ჩემს ბაჯაჯღანებს “, - წერს დომენიკ მანგო.