ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა
1736279683
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტთან ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ისურვებდა, რომ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი, ილონ მასკი მის მხარეს ყოფილიყო.
„მე მასთან [მასკთან] საუბარი ომის დასაწყისში მქონდა. მე მას პატივს ვცემ. პირველ რიგში, მე პატივს ვცემ self-made ადამიანებს. ციდან არაფერი ჩამოვარდნილა, ადამიანმა თავად მიაღწია რაღაცას. მე თვითონ ვმუშაობდი და ყველაზე დიდი კომპანია და პროდაქშენი მქონდა. ვიცი, რას ნიშნავს ფულის გამომუშავება, ნიჭიერი ადამიანების მოძიება... და რაღაცა მნიშვნელოვნის გაკეთება ამა თუ იმ ადამიანებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ მასკი მსოფლიოში ინოვაციების ლიდერია. ზელენსკიმ აგრეთვე მასკს მადლობა გადაუხადა Starlink-ის თანამგზავრული კავშირისთვის.
„ჩვენ მადლობლები ვართ Starlink-ისთვის. ის დაგვეხმარა. ჩვენ მას ენერგეტიკაზე რუსული დარტყმების შემდეგ ვიყენებდით, როცა ინტერნეტთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა. ჩვენ ვიყენებდით Starlink-ს ფრონტზე, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ის ძალიან დაგვეხმარა. ძალიან მინდა, რომ ილონი მაქსიმალურად ჩვენს მხარეს იყოს, მხარი დაგვიჭიროს. Starlink-ისთვის მე მისი მადლობელი ვარ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ჩვენს [სამხედროებს] და ბავშვებს ჰქონდეთ კავშირი. ამისთვის მე მას მადლობას ვუხდი“, - თქვა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინელმა ლიდერმა დასძინა, ის ისურვებდა, რომ მასკი უკრაინაში ჩამოსულიყო, შეხვედროდა და დალაპარაკებოდა ხალხს.
ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა
1736279683
10 პროფესია, რომელიც უახლოეს წლებში გაქრება
1718293457